29/11/2024
15:15
მსოფლიო
ნიგერიაში, საარსებო მინიმუმის რეკორდული კრიზისული მაჩვენებლის გაპროტესტების შემდეგ, 29 ბავშვს სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც The Associated Press-ი წერს, ოთხი მათგანი სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა.
„76 მომიტინგეს ბრალი 10 დანაშაულის [მათ შორის სახელმწიფო ღალატის, ქონების განადგურების, საზოგადოებრივი არეულობისა და ამბოხების მოწყობისთვის] ჩადენისთვის წაუყენეს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანთა ასაკი 14-დან 17 წლამდეა,“ - იუწყება The Associated Press-ი.
ბოლო თვეებში, ნიგერიაში საცხოვრებელი ხარჯების მომატებამ რამდენიმე მასობრივი პროტესტი გამოიწვია. აგვისტოში, აქციაზე, რომელიც ახალგაზრდებისთვის უკეთესი შესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის მოთხოვნით გაიმართა, სულ მცირე, 20 ადამიანი მოკლეს და ასობით დააკავეს.
ნიგერიამ სიკვდილით დასჯა 1970-იან წლებში შემოიღო, თუმცა 2016 წლიდან ქვეყანაში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.
ნიგერია, რომლის მოსახლეობა 210 მილიონზე მეტ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება. მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნას ხელს ვერ უწყობს.
0
0
ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
29/11/2024