12/04/2024
10:24
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი უნდა გამოცხადდეს. სხდომას ბრალდებული დაესწრება.
ოჯახმა სხდომის წინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლაზარე უდანაშაულოა და ვერც ერთ სხდომაზე მისი ბრალეულობა ვერ დამტკიცდა. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ისინი პრეზიდენტს მიმართავენ შეწყალების მოთხოვნით.
"მოლოდინი არ ვიცი, ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ ლაზარე არის უდანაშაულო, ეს ჩანდა ყველა სასამართლო პროცესზე, რას გადაწყვეტს მოსამართლე, ეს მხოლოდ მისი საქმეა. თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს. მოლოდინი მაქვს, რომ ლაზარეს ციხისთვის არ გაწირავს, რადგან ლაზარე არის უდანაშაულო", - ამბობს დედა, თამთა კალანდაძე.
ლაზარეს ბაბუა ამბობს - "მინდა რომ გაამართლოს ჩვენმა მოსამართლემ, მაგრამ მგონია, რომ განაჩენს გამოუტანს, შეიძლება რაღაც ნაწილი მოხსნას, მე ესე ვფიქრობ, რაღაც ნაწილი დაუტოვოს".
ადვოკატმა განმარტა, რომ საერთოდ არაფრით დასტურდება, რომ ლაზარე გრიგორიადისი ისვრის მოლოტოვის კოქტეილს ან წვავს პოლიციის მანქანას.
0
0