26/09/2024
11:19
მსოფლიო
ლოს-ანჯელესის ცენტრში, ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსის გატაცება სცადა.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული ეჭვმიტანილი ავტობუსში, ადგილობრივი დროით, 01:00 საათზე ავიდა.
ავტობუსში კიდევ ორი მგზავრი იმყოფებოდა. გამტაცებელმა, იარაღის მუქარით, ავტობუსის მძღოლს 1 საათის განმავლობაში, 11 კმ-ზე გადაადგილება აიძულა.
მძღოლმა განგაშის ღილაკი ჩართო და 911-ში შეტყობინება გააგზავნა. ინციდენტთან დაკავშირებით, სპეცრაზმი მობილიზდა და ეჭვმიტანილი დააკავა. ავტობუსში მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. ის, მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე მგზავრი არ დაშავებულა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ავტობუსში ავიდა, მძღოლს ეჩხუბა და მგზავრს ესროლა. ავტობუსის მძღოლმა ფანჯრიდან გაქცევა მოახერხა.
ლოს-ანჯელესის ოლქის სატრანსპორტო სამსახურმა განაცხადა, რომ მძღოლი არ დაშავებულა
0
0