12/04/2024
08:44
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება. არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ზვიად შარაძე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
"გამარჯობა და გამარჯვება ყველას! დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!" - დაწერა სოციალურ ქსელში ლაზარეს დედამ, თამთა კალანდაძემ
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დასკვნითი სიტყვა თქვეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა. საბოლოო სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმაც. გრიგორიადისი პროცესში დისტანციურად ჩაერთო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
დანაშაული სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0