08/04/2024
15:26
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ, ნახევარსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე განაჩენს დღესვე გამოაცხადებს, თუმცა იქამდე მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ.
პროცესში მონაწილეობს თავად ლაზარეც, რომელიც სასამართლოს დისტანციურად ერთვება.
მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, გადაწყვეტილებას შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ და აგრეთვე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნითაც მიმართავენ.
„მოლოდინი უარყოფითი მაქვს. მგონია, რომ დღეს განაჩენს გამოუტანენ და არ გაამართლებენ. დავსხდებით ადვოკატებთან ერთად და ყველა გზას მივმართავთ რაც შეიძლება, რომ გავაკეთოთ ლაზარეს საკეთილდღეოდ. ასევე მივმართავთ პრეზიდენტს. შემდეგ ინსტანციებშიც გავასაჩივრებთ და შემდეგ გაეროს ადამიანის ევროპულ სასამართლოს მივმართავთ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს, პოლარიზებას შემცირებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა გია კალანდაძემ.
0
0