26/09/2024
14:15
მსოფლიო
აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება "უახლოეს საათებშია" მოსალოდნელი.
სატელეფონო ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კულისებს მიღმა დიპლომატიის შედეგად, ორ მხარეს შორის შეთანხმების მიღწევა თითქმის შესაძლებელი გახდა.
„ცეცხლის შეწყვეტა 21 დღის განმავლობაში ლურჯი ხაზზე (ისრაელისა და გოლანის მაღლობის ტერიტორიისგან ლიბანის გამყოფ ხაზზე). ამ 21 დღის განმავლობაში მხარეები მოლაპარაკებებს გამართავენ კონფლიქტის პოტენციურ გადაჭრაზე, რომელიც 8 ოქტომბერს „ჰეზბოლას“ თავდასხმის შემდეგ მიმდინარეობს, და ლურჯ ხაზზე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევაზე, რაც მოსახლეობას თავიანთ სახლებში - ლიბანშიც და ისრაელშიც - დაბრუნების საშუალებას მისცემს,“ - თქვა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ჩინოვნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მხოლოდ ჩრდილოეთ საზღვრებს ეხება და არ ვრცელდება ღაზაზე, სადაც ისრაელ-„ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება, თუმცა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლების შეჩერება ღაზაში პროგრესის მისაღწევად "სივრცეს" შექმნის.
”მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ბრძოლის ველზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ამჟამად, გვჯერა, რომ ამ დიპლომატიური გზით კონფლიქტი გადაიჭრება”, - თქვა ამერიკელმა ჩინოვნიკმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით.
0
0