30/11/2024
00:44
პოლიტიკა
ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი, თან „ეს ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“.
„ის, რაც აქ ხდება თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ არჩევნები მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი. ეს ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, თან გაუგებარი ახსნებით. ჩვენი ვალია ერთიანობა, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, რომ მშვიდობიანად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნა გახარიამ.
0
0