ფოთში აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს
29/11/2024
23:32
საზოგადოება
A-
+A
საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს, მოგვიანებით კი, ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეების განაცხადებით, ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე, საქართველოს ევროპული არჩევანი გადასარჩენია და ხალხს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
„კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ისინი უკვე დიდი ხანია უარს ამბობენ ევროკავშირზე და ქვეყნის განვითარებაზე, ეს ჩვენ კარგად ვიცით და კობახიძის განცხადება იყო ბოლო წვეთი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
0
0
43
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%