30/11/2024
15:51
სოც-ქსელები
ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო არაა ამ მხრივ გამონაკლისი - წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია
ეროვნული მოძრაობის წიაღში ვარ გაზრდილი და ქართველი სპორტსმენის სისტემასთან ბრძოლის მასიური კი არა, არც ერთი მაგალითი არ მახსენდება. (თუ ვინმე გამომრჩა, აქვე ბოდიშს ვიხდი)
კი წავიდა ყველაფერი წინ და კი გამოჩდნენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები, სანიმუშო მოქალაქეობრივი და პატრიოტული პოზიციებით, მაგრამ განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა და მოსალოდნელიც არაა.
ავტორიტარიზმის სქემებში სპორტსმენები გადასარევად ჯდებიან ყველგან, საქართველო არაა ამ მხრივ გამონაკლისი. ავტორიტარებიც, თავის მხრივ, გიჟდებიან სპორტის გაძლიერებაზე - პური და სანახაობა ავტორიტარიზმის ფუძემდებლური პრინციპია და ამ ორიდან პური გაცილებით რთული მისაღწევია (ნავთობის ავტორიტარიზმებს თუ არ ჩავთვლით), ვიდრე მეორე.
"სანახაობაში" კულტურის მოაზრება ბევრად სარისკო და საშიშია. კულტურა (მეტ-ნაკლებად ხარისხიანი) ბოლოს მაინც გაბედავს ხოლმე, შხამიან კბილს მაინც ჩაასობს ხოლმე რეჟიმს. ამიტომ ყველა ავტორიტარი სპორტს აწვება. ჩინეთი ამის საუკეთესო მაგალითია: ტიანანმინის მოვლენების შემდეგ "პურის" ნაწილში ცხადია დიდი ტემპით განვითარება დაიწყეს, მაგრამ სპორტს ისე მიაწვნენ, მართლა დაეწიენ და გაასწრეს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ბიბლია, მორწმუნე ხარ თუ არა, მაინც ყველაზე დიდი წიგნია. მარტო და მაინცდამაინც ქრისტიანულ-ნორმატივისტული ეგზეგეტიკით თუ არ შევხედავთ, ნუ იყოლიებ კერპსო, რომ გვეუბნება, იმედი გაგიცრუვდება ბოლოსო, ამას გვაფრთხილებს."- წერს გვარამია
0
0