12/04/2024
08:49
სამართალი
გორის სასამართლომ ძმის ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ, 85 წლის კაცს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
პროკურორის თქმით, 2022 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსჯავრდადებულმა, 84 წლის ასაკში საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა 73 წლის, ლ.ნ-ს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებულის ადვოკატმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ასაკიდან გამომდინარე, საჭიროა, პატიმრობის გარკვეული ნაწილი, მამაკაცმა სახლში გაატაროს. პროკურორმა გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა. სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
0
0