29/11/2024
10:48
პოლიტიკა
ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე“. ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0