29/11/2024
23:47
პოლიტიკა
მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთლიანად სოლიდარულია „მშვიდობიანი, კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობის“ მიმართ და მათ გვერდით იქნება, სანამ არ იქნება მიღწეული მთავარი მიზანი: საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
„მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ჩვენ ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტში, ჩვენ ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, დაწყებულია თქვენს მიერ, არავის მითითებით, მოთხოვნით, სპონტანურად, მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლისაც მეც მთლიანად ვარ სოლიდარული, თქვენს გვერდით ვარ და ჩვენ ვართ ყველანი ერთად, სანამ საქართველო არ მიღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, მიარწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ თავისი მომავალი იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაცული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0