09/04/2024
21:06
სამართალი
ქალზე ძალადობის ბრალდებით კომპანია” იქს 2” – ის დირექტორი, ვალერიან კირკიტაძე დააკავეს. გუშინ, 8 აპრილს მოქალაქე სოფია მეფარიშვილმა სოციალური ქსელებით ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ “X2 დეველოპმენტის” დირექტორი და მთავარი მეწილე ვალერიან კირკიტაძე მას ფიზიკურად უსწორდება.
ვალერიან კირკიტაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.
ქალის მონაყოლის მიხედვით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეფარიშვილი დედასთან ერთად შარტავას ქუჩზე, კომპანია „იქს ორის“ აშენებულ კორპუსში სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. როგორც მოქალაქე ამბობს, ლიფტი მაღალი სართულიდან მოწყდა და მათი გამოყვანა კი სამაშველო სამსახურებმა შეძლო.
სოფია მეფარიშვილი ამბობს, რომ მას თავის სერიოზული ტრავმა აღენიშნება.
,,ვალერიანს ამისთვის დააკავებენ !!!!!! ვიბრძოლებ ბოლომდე სამხარაულმა დასკვნა დადო ექპერტებმაც მაქ დაზიანება თავის და სხეულის ბევრ არეში. ფეხებით შემადგა ვალერიან კირკიტაძე სახის ტანის არეში და თავის არეში მაქ ვალერიან კირკიტაძე ამოლპება ციხეში !!!!!! და ვინც მაგას დაკრიშავს იმასაც გამოვფენ ვალერიან მე მთელ საქართველოს ვუყვარვარ ყველა გვერდში დამიდგება შენ ვის უყვარხარ შე ჩესტით ბო@ო !!!!!!!”,– წერს სოფია მეფარიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0