დაიღუპა კაცი, რომელმაც შუახევში 33 წლის ცოლი მოკლა
03/04/2024
22:57
სამართალი
A-
+A
33 წის მამაკაცი, რომელმაც შუახევში ცოლი მოკლა, დაიღუპა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ცოლი მოკლა, მომხდარის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის კლინიკაში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, 33 წლის ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
0
0
356
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%