29/11/2024
17:31
პოლიტიკა
"გვარამია და ბოკუჩავა ჩავიდნენ ევროპარლამენტში, მიაღებინეს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას სთხოვენ, სააკაშვილის გამოშვებასთან და სხვა საკითხებთან ერთად, ქართველ ხალხს შეუჩერეთ უვიზო მიმოსვლაო. ამას რატომ არ აპროტესტებთ?
ამათი სირბილის მიუხედავად, ასოცირებაც გაფორმდა, თავისუფალი ვაჭრობაც, უვიზო მიმოსვლაც, კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, უსამართლოდ დაგვიგვიანეს, მაგრამ მაინც, რაშიც ოპოზიციის როლი არა უბრალოდ ნულოვანი იყო, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ და ამ მთავრობას აქვს კურსი შეცვლილი და კოლექტიური ნაცებია პროევროპულები?" - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"რა არის იცით საინტერესო?! როცა ნაცები ბრიუსელში დარბოდნენ, საქართველოს ასოცირება არ მისცეთო, მერე უვიზო არ გააფორმოთო, მერე დარბოდნენ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, ამ ბოლოს მოლაპარაკებები არ გაუხსნათ ამ მთავრობასო, ხალხს უვიზო გაუუქმეთ, სანამ ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაშიო, ეს ყველაფერი აქციაზე მყოფ ხალხს არ გაუპროტესტებია და ევროინტეგრაციის შემაფერხებლად არ ჩაუთვლიათ. რატომ?
გვარამია და ბოკუჩავა ჩავიდნენ ევროპარლამენტში, მიაღებინეს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას სთხოვენ, სააკაშვილის გამოშვებასთან და სხვა საკითხებთან ერთად, ქართველ ხალხს შეუჩერეთ უვიზო მიმოსვლაო. ამას რატომ არ აპროტესტებთ?
ამათი სირბილის მიუხედავად, ასოცირებაც გაფორმდა, თავისუფალი ვაჭრობაც, უვიზო მიმოსვლაც, კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ, უსამართლოდ დაგვიგვიანეს, მაგრამ მაინც, რაშიც ოპოზიციის როლი არა უბრალოდ ნულოვანი იყო, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ და ამ მთავრობას აქვს კურსი შეცვლილი და კოლექტიური ნაცებია პროევროპულები?
ზურაბიშვილიც და ნაცებიც წლებია ევროპის თემას რევანშისთვის იყენებენ. ყველაფერს აკეთებენ პროცესის შესაფერხებლად.
ხელისუფლებას არათუ ევროინტეგრაციაზე არ უთქვამს უარი, მოლაპარაკებების გახსნაზეც, რომელიც კანდიდატის შემდეგი სტადიაა, უარს არ ამბობენ. უბრალოდ, შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის რომ აღარ გამოიყენონ, ჩვენ არ დავაყენებთ მოთხოვნას 2028 წლამდე. თქვენ თუ დააყენებთ, მზად ვართო. რა არის გაუგებარი?!
თანაც თქვეს, რომ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების (ხელშეკრულება ორმხრივია) შესრულებას და 2028 წლისთვის ყველა კანდიდატზე უკეთესად ვიქნებით მომზადებული და 90%-მდე ვალდებულება შესრულებული გვექნებაო.
ამ ვაკდებულებებზე ადრე გამოვაქვეყნე ვრცელი პოსტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაგალითზე ავხსენი. მხოლოდ ამ უწყებამ 2-3 წლის წინანდელი მონაცემებით, 145 კანონი, კანონქვემდებარე აქტი და რეგულაცია შეიმუშავა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ამ რეგულაციების სიაც დავდე.
ანალოგიურად მუშაობს ყველა უწყება. ასობით ვალდებულებაა შესრულებული და კუდევაა შესასრულებელი. ამიტომაა, რომ მინიმუმ 3-4 წელი თეორიულად არავინ მიგვიღებს და ვერ მიგვიღებს ევროკავშირში. ანალოგიურად ვერ მიიღებენ სდვებსაც.
ეს თქვეს, შევასრულებთ 90%-ს და დავაყენებთ გახსნის მოთხოვნასო.
სადაა აქ კურსიდან გადახვევა?
დსთ-ს წევრ ქვეყანას არ ეუბნებიან კურსიდან გაქვს გადახვეული. ჩვენ გადავუხვიეთ? 3 დღის წინ მოლდოვას ვიცე-პრემიერი ჩაფირნდა რუსეთში და გაზპრომთან მოლაპარაკებები გამართა. იმათ არაფერი, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთს სანქციები დაუწესეთო.
ჟურნალისტი ეკითხებოდა დღეს პრემიერს რამდენ მილიონს ვიღებთ გრანტის სახითო? მთავრობაში დადიან და ბიუჯეტის პარამეტრები არ იციან.
ახლა ახალი აჟიოტაჟი აქვთ, კონსტიტუციის 78-ე მუხლს ვიცავთო. ამ ხელისუფლებამ მიიღო და ოპოზიცია იცავს. ღიმილს იწვევს. მეც ვიცავ 78-ე მუხლს. უბრალოდ, ვერ ვხედავ საშიშროებას, რომ ვინმე არღვევდეს.
თუმცა, ისე იქცევა ევროპარლამენტი, მისი კუბილიუსებით, ისე იქცევა ორგანიზაციის ელჩი, რომ განწყობაზე მოქმედებს. თუმცა. ოღონდ განწყობებზე და არა პოზიციაზე.
გახსნან მოლაპარაკებები და ვნახავთ იქნება თუ არა ხელისუფლება წინააღმდეგი. თუ იქნება, მერე ბილაპარაკოთ.
2022 წლის დასაწყისში ნატოში 2 ნეიტრალური ქვეყანა 5 წუთში შეტენეს. ამ დროს ჩვენ ორ ათეულ წელზე მეტია კართან ვართ ატუზული.
დავწერე მაშინ, ჩვენი საკითხი რატომ არ დააყენეს მეთქი? აქ ვინმემ აიტაცა ეს თემა?
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე პრემიერი იყო ბრიუსელში და წევრობის პროცედურების დაწყება მოითხოვა აქ ოპოზიციამ დაუჭირა მხარი? ვინმემ განცხადება გააკეთა? არა. დაიწყო ომი და სხვები მიიღეს, ჩვენ არა.
აქ ოპოზიცია იმაზე კი არ უნდა დარბოდეს ბრიუსელში, ამ მთავრობის ხელში არაფერი მისცეთო, პირიქით, უნდა ამბობდნენ, რომ მხარს ვუჭერთ პროცესს და ვითხოვთ მის დაჩქარებასო.
უამრავჯერ მაქვს დაწერილი, ინტერვიუებში ნათქვამი, რომ ევროინტეგრაციის თემა გაიტანეთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან მეთქი. ესმით არა.
ასე რომ, ოპოზიციის მხრიდან მორიგი ცრუ აჟიოტაჟია ვიწროპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ბევრი გულრწფელი ადამიანი ყვება.
არც კურსი შეცვლილა და არც ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულა. ვინც მოსახლეობის დასჯას და მათთვის ბიზების შეჩერებას ითხოვს, მათ რატომ უნდა დავუჯერო? ნუ იყენებენ ამ თემას შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის.
ვინც 78 მუხლის ერთგულნი ხართ, რაც კონსტიტუციაში თქვენ არ ჩაგიწერიათ, მოითხოვეთ ევროპისგან ნატოს წევრობა და ევროკავშირის წევრობის დაჩქარება. მეც მოგიწერთ ხელს. მაგრამ არ გააკეთებთ, რათა ამ მთავრობას არ ჩაეთვალოს დივიდენდებად.
ესაა ჩვენი პრობლემა. ოპოზიციის სტრატეგია ის კი არაა, რომ უკეთესი შესთავაზოს საზოგადოებას და აშენებულზე დააშენოს, ცდილობენ ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინონ, დაგვიხატონ სურათი, თითქოს ქვეყანა დაქცეულია და ხსნა მათ არჩევაშია. წლებია ამას ვწერ და ისევ იქ ვართ, დადაც ვიყავით.
თქვენს მიერ დაქცეულად წარმოჩენილ ქვეყანაში კი ე.წ. შავი პარასკევია და გადაჭედილია სავაჭრო ცენტრები. შეგიძლიათ იკითხოთ მოგვიანებით რა ბრუნვა ჰქონდათ საქართველოს სავაჭრო ცენტრებს.
ვთქვი შიდა პოლიტიკაზე ასე ვრცლად აღარ დავწერ მეთქი, რადგან ერთი და იგივეზე გვიწევს საუბარი. დამღლელია და უინტერესო. ვწერ, რადგან დუღს საზოგადოება.
ახლა უნდა ვმსჯელობდეთ სოციალურ პრობლემებზე, განათლების პროგრამაზე (დავწერე პოსტი, მაგრამნარ ვაქვეყნებ, არაა აქტუალური დღეს) და უამრავ სხვა სფეროსა თუ საჭირბოროტო საკითხებზე. ჩვენ კი ქარის წისქვილებს ვებრძვით.
ჰოდა, როდემდე?!" - წერს სალუქვაძე
0
0