12/04/2024
20:50
სამართალი
“ალიას” ექსკლუზიური ინფორმაციით, 11 აპრილის გვიან საღამოს, თითქმის ღამის 12 საათისთვის, თბილისში, ბახტრიონის 13 ნომრის მიმდებარედ, კრიმინალური პოლიციის და სუსის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში, ისინი სახლებისკენ მიმავალ ადამიანებს აყოვნებდნენ და ეზოში არ უშვებდნენ, მიზეზის განმარტების გარეშე, თუმცა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან სახლების დაცლა – არ უცდიათ.
როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ჩხრეკდნენ ეზოს, მიმდებარე ქუჩებს, სკვერს.
ასევე, ერთ მუქი ფერის სედანზე, რომელიც ეზოში ეყენა, ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას, კითხულობდნენ, ვის ეკუთვნოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ავტომანქანა ვერ ამოიცნეს, ფიქრობენ, რომ ავტომანქანა არც ეზოში მაცხოვრებელს და არც ეზოში მაცხოვრებელთა სტუმრებს ეკუთვნით.
როგორც თვითმხილველები “ალიას” უყვებიან, ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა ხელყუმბარები (ეფ1), ასევე დეტონატორები, მანქანის სალონში კი – გადახვეული მავთულები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებლების დამზადება–გააქტიურებისათვის გამოიყენება. ავტომანქანა ჩხრეკის ჩემდეგ, ევაკუატორით გადაიტანეს.
0
0