29/11/2024
22:42
საზოგადოება
9 აპრილის ქუჩაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული, პერიოდულად ინციდენტებს აქვს ადგილი.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა სახის ნივთებს ესვრიან სამართალდამცავებს, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა მათი მხრიდან გაფრთხილება. ასევე, ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებებსაც.
ამ დროისთვის, სპეცდანიშნულების კორდონის უკან დგას წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანები.
აღსანიშნავია, რომ რომ სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია ასევე პარლამენტის მიმდებარე სხვა ქუჩებზეც, კერძოდ, ჭიჭინახისა და ჩიტაძის. სპეცდანიშნულების რაზმი ასევე განლაგებულია თავისიფლების მოედანზე.
რუსთაველის გამზირზე მეორე დღეა მიტინგი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემმმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.
0
0