გურჯაანში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა – ვეტერინარები ვითარებას სწავლობენ

0
54

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდნენ ადგილზე და ვითარებას სწავლობენ.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას განაგრძობს. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.