გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

0
56

გენიალური ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში.

მწერალი მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.

საზოგადოებამ საყვარელი მწერალი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა.

გურამ დოჩანაშვილი3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.