გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
45

გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქალაქის ერთერთი ისტორიული ქუჩის სიგრძე 660 მეტრია. 

პროექტი, რომელზეც 2 მლნ. ლარზე მეტი გაიხარჯება, ყველა კომუნიკაციის გამოცვლასა და გზის საავტომობილო და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაციას ითვალისწინებს

გამოიცვლება სასმელი წყლის, საკანალიზაციო, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარებზე მოეწყობა დეკორატიული ფილები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება გარეგანათება, ნაგვის ურნები და ქვის სკამები.

სამუშაოები, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში დასრულდება