გორის მერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

0
202

„თუ გვინდა, რომ პანდემია დავამარცხოთ, აუცილებელია ავიცრათ, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. როგორც კი ასაკობრივი ზღვარი დაიწია 55 წლამდე, დავრეგისტრირდი და ვიცრები საჯაროდ, რადგან ყველას მოვუწოდო და ვაჩვენოთ, რომ აცრა უსაფრთხოა და აუცილებელი. ვაქცინაცია არის ყველაზე სწორი გზა. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს“, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მედიკოსების დაკვირვების შემდეგ, გორის მერი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

55 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაწყებულია.

ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 68 პირი მკურნალობს.