გორის ცენტრში ძაღლი წამებით მოკლეს

0
148

გორში, კირიონის ქუჩაზე, ძაღლი მოკლეს. შემთხვევა დღის საათებში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცხოველი ნაწამებია. ძაღლს კიდურები შეკრული ჰქონდა.

,,სულ რაღაც ათი წუთის წინ გარეთ ვიყავი, აქ ძაღლი მკვდარი არ იყო, ახლა რომ გამოვედი, დავინახე და ეს სურათი დამხვდა. რა დროს მოხდა, როგორ მოხდა, ვერც კი გავიგე. გული შემიწუხდა ძალიან’ – აცხადებს კირიონის ქუჩაზე მცხოვრები ქალი.

სხვა მეზობლებმა აღნიშნეს, რომ ძაღლი აშკარად მოკლულია, თანაც – პატრონიანი ძაღლი.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოჩანაწერები უნდა დაათვალიეროს და საქმე გამოძიოს

qartli.ge