„ღმერთმა უწყის, საზოგადოებისთვის გამორჩეულ მოღვაწედ აღიარებულ, აწ განსვენებულ პერსონას “მთაწმინდიდან” როდის გამოაბრძანებენ“

0
244

მწერალი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენს დროსა და სივრცეში ტყუილის განდიდება სნეულებად არსებობს, ადამიანებს ამოჩემება უყვართ, შეფასებებს აკეთებენ ისეთ ამაღლებულად სისულელისას, არსი არ იციან, რომ სისულელეს სცემენ თაყვანს… ერთია პიროვნება მოგწონდეს, მაგრამ მეორეა და მთავარია, რას ჰქმნის ეს პიროვნება ისეთს, რომელიც ქების ღირსია… ამა თუ იმ მწერალზე ამბობენ, დიდი მწერალიაო და ნაწარმოების მხოლოდ სათაური იციან, სულელს ბრძენკაცად ასაღებენ და, მერე დრო-ჟამი წვალობს ნიჭისა და უვიცობის გამიჯვნისათვის, ზოგჯერ ნიჭი უნიჭობასთან ერთად გაქრება კიდეც, ნიჭს ყავლი გაუდის, რითაც თავად უნიჭობის განმადიდებელნი ზარალდებიან, რადგან სიყალბის ძეგლის დამდგმელნი, თავად არიან ყალბნი და ამ სიყალბიდან ვერ გამოდიან, თუმცა საზოგადოების საღ აზროვნებას ყალბ საბურველში რომ ხვევენ, აი, ესაა სწორედ ტრაგიზმი და ერის დეგრადაცია, ასეთმა საყოველთაო სიყალბემ გაავსო მთაწმინდისა და საზოგადოებისთვის საპატიოდ მიჩნეული პანთეონები… ღმერთმა უწყის, საზოგადოებისთვის გამორჩეულ მოღვაწედ აღიარებულ, აწ განსვენებულ პერსონას “მთაწმინდიდან” როდის გამოაბრძანებენ, რადგან ბევრი “იმათგანის” სახელისა და გვარის მეტი მეხსიერებას არაფერი შემორჩენია და, მალე ვინაობის ეპიტაფიაც წაიშლება ცოცხალთა გონებიდან და, რას ვერჩით მიცვალებულებს, რით ვერ ვუმკვიდრებთ მათ ღირსეულად მიკუთვნებულ ადგილს, რად ვაწვალებთ მათ სულებს ჩვენი სიყალბით?.. კი, ისინიც იმსახურებენ იმქვეყნად მოუსვენრობას, რადგან მთელი ცხოვრება სიყალბეს ჰქმნიდნენ და საპირისპიროდ გენიალობას იფერებდნენ, რადგან ჩვენსა და ჩვენს საზოგადოებაში ყალბ შემფასებლებს ხედავდნენ, იცოდნენ ეს და გასდიოდათ… ღმერთო, ასწავლე ქართველ კაცს ჭეშმარიტების შეცნობა და ჭეშმარიტად ნიჭიერთა გამორჩევა უნიჭოთაგად, რაც ეშმაკისეული სიყალბის გონიერებით დამარცხებას ნიშნავს, ერის თვითმყობადობას უკვდავებას უქადის და არა დროებითობას..“