გიორგი ვოლსკი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

0
71

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ის AstraZeneca-ს ვაქცინით ინგოროყვას კლინიკაში აიცრა.

„კარგად ვგრძნობ თავს. ყველას ვურჩევ დროულად გაიკეთოს აცრა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ქვეყანამ კიდევ ერთი წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო.