გერმანული „ლოუკოსტერი“ Eurowings-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის

0
82

ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის. გერმანული ლოუკასტერი გეგმავს ავიარეისები განახორციელოს 21 ივლისიდან, დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში 2-ჯერ.

როგორც პორტალი Avianews.ge იუწყება, ავიაკოპანიის საიტზე უკვე იყიდება ბილეთები და მათი ღირებულება 69.99 ევროდან იწყება (ერთი გზა).

Eurowings-ს ბაზა აქვს დიუსელდორფში და Lufthansa Group-ის ჰოლდინგში შედის.

მანამდე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა 2021 წლის საზაფხულო ფრენების გრაფიკი. წინასწარი მონაცემებით, ზაფხულიდან იგეგმება რეგულარული სამგზავრო რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 24 მიმართულებით, ბათუმიდან – 6 მიმართულებით, ხოლო ქუთაისიდან – 4 მიმართულებით.

წყარო: ekhokavkaza.com