გერმანიაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უმსხვილესი ინტერნეტპლატფორმა გამოავლინეს

0
71

გერმანიაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უმსხვილესი ინტერნეტპლატფორმა გამოავლინეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

სამართალდამცავების ცნობით, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება ე.წ. დარქნეთში მოქმედი ქსელით ხდებოდა, რომელშიც 400 000 ადამიანი იყო გაწევრიანებული.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პოლიციამ ჩხრეკა შვიდ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარა, მათ შორის – ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწაზე, ბავარიასა და ჰამბურგში.

დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სამი პირი დააკავეს გერმანიაში, ხოლო გერმანიის ერთი მოქალაქე აიყვანეს პარაგვაიში.

გერმანელი სამართალდამცავების ცნობით, დანაშაულის გამოძიების კოორდინაციას „ევროპოლი“ ახდენდა. ოპერაციაში ჩართული იყო ავსტრალია, კანადა, ნიდერლანდები, აშშ და შვედეთი.