personphoto
მედია
პუბლიკაციები
author-avatar

მედია

29/10/2021

17:16

„დიდი კავკასიის მყინვარების ფართობის ცვლილებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში: გაქრება თუ არა იალბუზისა და მყინვარწვერის თოვლიან-ყინულიანი საფარველი?“

„კავკასიონის მყინვარების ფართობი 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში 23±4%-ით შემცირდა, ანუ დაახლოებით 1382 კვ.კმ-დან 1061 კვ.კმ-მდე. მყინვარების დნობის სიჩქარემ კი, თუმას 1911-1960 წლების პერიოდთან შევადარებთ, 21-ე საუკუნეში ოთხჯერ მოიმატა - ასეთ სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ გლაციოლოგები, რომლებმაც კავკასიის მთავარი ქედის მყინვარების დეგრადაციის დაჩქარება პლანეტის ტემპერატურისა და მზის რადიაციის ზრდას დაუკავშირეს“, - ნათქვამია ევროკავშირის ეგიდით გერმანიაში გამომავალი ჟურნალის The Cryosphere-ს სტატიაში სათაურით „დიდი კავკასიის მყინვარების ფართობის ცვლილებები ბოლო ოცი წლის განმავლობაში“ (ავტორები - ლევან თელიძე, გენადი ნოსენკო, ფრენკ პაული).

29/10/2021

17:16

author-avatar

მედია

17/11/2021

14:10

როგორც კი გერმანიამ პუტინის გაზსადენის სერტიფიკაცია დაამუხრუჭა, გაზზე ფასები კვლავ გაიზარდა - „The Daily Express“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (The Daily Express) 17 ნოემბრის ნომერში, ევროპული ამბების გაშუქებისას, ყურადღება ექცევა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციასაც. როგორც ცნობილია, მილსადენი უკვე პრაქტიკულად მზადაა ექსპლოატაციისათვის, მაგრამ მის წინაშე რამდენიმე ბარიერი ჩნდება, მათ შორის სერტიფიკაციის პრობლემა. თუ როგორ გავლენას ახდენს მილსადენის ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟი ბუნებრივი გაზის ფასზე ევროპაში, საუბარია სტატიაში სათაურით „როგორც კი გერმანიამ პუტინის გაზსადენის სერტიფიკაცია დაამუხრუჭა, გაზზე ფასები კვლავ გაიზარდა“ (ავტორი - ბრაიან მაკგლინონი).

17/11/2021

14:10

author-avatar

მედია

24/11/2021

14:37

„სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ - რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას ტურიზმისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“

„რუსი სამხედრო მოსამსახურეები, სოხუმის „საერთაშორისო“ აეროპორტის განნაღმვის მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან აფხაზეთში ჩავიდნენ. სამუშაოებს ასრულებს რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინჟინერ-მესანგრეთა ქვედანაყოფი, რომლის მექანიზებულმა კოლონამ თითქმის ათასი კილომეტრი გაიარა ხანკალიდან გუდაუთამდე“, - ნათქვამია რუსული გამოცემის „სვობოდნაია პრესის“ (Свободная пресса) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ: რუსეთი აფხაზეთთან ავიამიმოსვლას თავისი ტურისტებისა და სამხედრო ავიაციის ინტერესებისათვის აღადგენს“ (ავტორი - სერგეი ბატიშევი).

24/11/2021

14:37

author-avatar

მედია

24/11/2021

14:41

„კოსმოსური „კამიკაძე“ - NASA-ს სპეციალური მისია ასტეროიდის ორბიტის შეცვლის მიზნით“

„დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი პლანეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - კალიფორნიის სამხედრო კოსმოდრომიდან „ფალკონ-9“ რაკეტით კოსმოსში უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს - „DART“-ის სახელწოდებით, რომელიც ისტორიაში პირველ კოსმოსურ „კამიკაძეს“ წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „კოსმოსური „კამიკაძე“: NASA-ს სპეციალური მისია ასტეროიდის ორბიტის შეცვლის მიზნით“.

24/11/2021

14:41

author-avatar

მედია

06/12/2021

12:50

ვოლფგანგ იშინგერი: „არ მჯერა იმ ადამიანებების განცხადებებისა, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას წინასწარმეტყველებენ - საქართველომ და უკრაინამ ორიენტაცია ფინეთზე უნდა გააკეთონ“

გერმანულმა გაზეთმა „ჰანდელსბლატმა“ (Handelsblatt) გამოაქვეყნა ინტერვიუ ცნობილ გერმანელ ექსპერტთან და დიპლომატთან ვოლფგანგ იშინგერთან, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელთან, რომელშიც იგი ეხება გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს, რუსეთის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, გერმანიის სამომავლო პოლიტიკას ჩინეთთან და სხვა საკითხებს. საინტერესოა, რომ ინტერვიუში გერმანელი ექსპერტი საქართველოსა და უკრაინას ნატოსთან მიმართებით ფინეთის მაგალითს სთავაზობს.

06/12/2021

12:50

author-avatar

მედია

09/12/2021

15:24

„პოლონეთში გაქცეული ავიადისპეტჩერი ბელარუსის წინააღმდეგ: როგორ მოხდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება მინსკში“

„გასულ ზაფხულს, როცა პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსში მყოფ მიგრანტებს საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ერთ-ერთი ადამიანი შეუმჩნევლად გადავიდა პოლონეთში, სადაც მას თბილად შეხვდნენ, თუმცა ეს ფრიად ფრიად საიდუმლო ვითარებაში მოხდა. ეს პიროვნება იყო ოლეგ გალეგოვი, წარმოშობით საქართველოდან“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათურით „პოლონეთში გაქცეული ავიადისპეტჩერი ბელარუსის წინააღმდეგ: როგორ მოხდა Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვება მინსკში“ (ავტორები - ენდრიუ ჰიგინსი და თომას დაფკუსი).

09/12/2021

15:24

author-avatar

მედია

28/12/2021

17:32

"პუტინის ოცნებები და კოშმარები... რუსეთთან მომლაპარაკებელი პირები მის "ხელქვეითებად“ არ უნდა გადაიქცნენ" - რას წერს გერმანული გამოცემა

გერმანულ ცნობილ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში (Frankfurter Allgemeine Zeitung) რუბრიკით „კრიზისი აღმოსავლეთ ევროპაში“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის ოცნებები და კოშმარები“ (ავტორი - კლაუს-დიტერ ფრანკენბერგერი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთთან მომლაპარაკებელი პირები ვლადიმერ პუტინის „ხელქვეითებად“ არ უნდა გადაიქცნენ და ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთის ლიდერის სურვილის შესრულებას გეოპოლიტიკური რევიზიონიზმის განხორციელების საკითხში.

28/12/2021

17:32

ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%