personphoto
ოთარ ჭულუხაძე
პუბლიკაციები
ომი რომელიც თავს არ გვანებებს

ომის დაწყება ადამიანებში ერთგვარ სასოწარკვეთას იწვევს. ეს განწყობა კი მშვიდობის ერთობ ადამიანური სურვილითაა ნაკარნახევი - იმედით, რომ „ომი ახლა მაინც არ მოხდება“. ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, სურს მშვიდობა, და ეს სავსებით გასაგებია. თუმცა, როგორც მეოცე საუკუნემ დაგვიდასტურა, ადამიანის გონივრული ნაწილი მისი სულიერი სამყაროს მხოლოდ მცირე შემადგენელია. ხშირად, ადამიანის სულს არაცნობიერის სიღრმეებიდან დაძრული ომის გენია მოიცავს. ომის გენია, ეს სტიქიური ძალა, შეგვახსენებს იმას, რისი დავიწყებაც გვსურს ჩვენ, ვით მშვიდობის მოსურნე გონიერ არსებებს: ქმნადობა და სიცოცხლის დაუოკებელი ძალა, მუდამ მიისწრაფვის ახლებური ფორმაციებისკენ, ძალთა ახლებური ბალანსებისკენ, რომლებიც მშვიდობით მყარდებიან, რათა მოგვიანებით კვლავ ომით იქნენ დარღვეულნი.

04/04/2022

16:21

რა ფენომენია ნიკა გვარამია?

ის შეურაცხყოფდა ყველაფერს, ის მოწინააღმდეგეებს ბიომასას უწოდებდა, ის გვიფსამდა ღვინოსა და ბორჯომში, ის აგინებდა ქალს უშვერი სიტყვებით პირდაპირ ეთერში; მისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და ჭადრაკის ლეგენდა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა სალანძღავი, რომ ისინი უბრალოდ, „ნაცები“ არ არიან. ცხადია, საუბარია „მედია-მენეჯერ“ ნიკა გვარამიაზე - ფეიქ-კანტორის, „მთავარი არხის“ აწ უკვე ყოფილ დირექტორზე.

ნიკა გვარამია, ერთი შეხედვით, მარტივი და ბევრისთვის მომაბეზრებელი არსებაა. თუმცა, სინამდვილეში, იგი, როგორც კულტურულ-ეგზისტენციალური ფენომენი მეტად სიმპტომურია. ის წარმოადგენს დღევანდელი ეპოქის გაბატონებული ტრენდის - ლიბერალური-პოსტ-მოდერნიზმის განსხეულებას. მისი ფრაზა, რომ 21-ე საუკუნეს ფაქტები კი არა აღქმები წარმართავს, სწორედ პოსტ-მოდერნულობის (თუ დავაზუსტებთ, პოსტ-მოდერნის ვულგარული ნაირგვარობის) მამოძრავებელი პრინციპია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა? მთავარია ის, თუ როგორ ვაჩვენებთ ხალხს. მთავარია, ჭიქას ყურს საიდან მოვაბამთ! თუმცა, არა. ჭიქისთვის ყურის მობმა - ეს უფრო ინტერპრეტაციის ხელოვნებაა, უფრო საკუთარი პოზიციის მართებულობის ფართო მასებისთვის წარდგინების ხელოვნებაა. გვარამიას პოსტ-მოდერნიზმი კი არის ბანალურ „ფეიქებსა“ და ისტერიულობაზე აგებული, - უკიდურესად ვულგარული თვით პოსტ-მოდერნულობის სტანდარტების მხრივაც კი.

გვარამია არის პოსტ-მოდერნულობის იმ ხაზის გამგრძელებელი, რომელიც ებრძვის ყოველივე ტრადიციულსა და შინაარსიანს, - ცივილიზაციის იმ მონაპოვრებს, რომლებიც ადამიანს ადამიანობას უნარჩუნებს და ადამიანს ბიომასად (!) გადაქცევისაგან იცავს. რელიგიის ლანძღვა, ტრადიციაზე გავეშებული შეტევა, დამსახურებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ძაგება და დამუნათება - ეს პოსტ-მოდერნული შინაარსია. ხოლო გვარამიასეული ლამის მანიაკალური პერფორმანსები, უკიდურესი პანიკიორობა, ტირილი პირდაპირ ეთერში, ფქვილის სახეში შეყრა, გაუთავებელი ლანძღვა-გინება - ეს ვულგარული, აგრესიული პროვინციალიზმის მიერ მინიჭებული ფორმაა. მიზანი კი შურისძიებაა ცივილიზაციასა და კულტურაზე.

რა არის შურისძიება? მოდით ჩავიდინოთ მკრეხელობა და პრიმიტიული მედია-მენეჯერის ანალიზიდან ონტოლოგიის სფეროში გადავინაცვლოთ. ადამიანის არსებობა, მისი ყოველი წამი, ნაკლოვანებით არის ნაკურთხი. ჩვენი არსებობა ფუნდამენტურად ნაკლოვანია. ჩვენ ყოველთვის, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, განვიცდით ამ ნაკლოვანებას - უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი ამ ნაკლოვანებას სრულფასოვნად იაზრებს და მას პროფესიული სრულყოფისა და ეთიკური ცხოვრების წინაპირობად გაიხდის, ზოგი კი ... ხდება გვარამია, ანთხევს გესლს, შურს, ბოღმას და ნაკლოვანებასთან გამკლავებას ტყუილებითა და სხვების დამცრობით ლამობს. ასეთები ნაკლოვანების პრინციპს გარემოზე შურისძიების წყაროდ აქცევენ.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ გვარამია ცალკე აღებული შემთხვევაა - არა, ის ეპოქის სიმპტომია, მისი გარდაუვალი ეგზემპლიარია - იმ ეპოქის, რომლის მედია-აქტორები ეკრანებიდან  სიყალბესა და ღვარძლს აფრქვევენ. სწორედ ასეთებზე თქვა თავის დროზე ნიცშემ: „ისინი ანთხევენ ნაღველს და ამას უწოდებენ გაზეთს“. მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, ნიცშემ იმ ეპოქის ნიშნები ამოიცნო, რაც ჩვენ, ციფრული-საინფორმაციო კულტურის შვილებს საერთოდ აღარ გვაკვირვებს - მედია-მენეჯერები, სიცრუის გენერირება, პიარის დიქტატურა, რეალობის გაუქმება და ვირტუალურის გაბატონება.
დავუბრუნდეთ გვარამიას. ის, როგორც ვთქვით, ამავე დროს, არა ლიბერალური მოვლენა. მისი ესთეტიკა, მისი სოლიდარობა ლგბთ თემისადმი, მის მიერ განსხვავებული აზრისთვის „რუსეთუმეობის“ ისტერიული წოდება - ეს ყველაფერი გვარამიას იმ გლობალური ტრენდის ნაწილად აქცევს, რაც მთელს პლანეტაზეა გამეფებული. არგუმენტირებული დისკურსის ნაცვლად სხვათა აზრის დამუნათება, „მოღალატის“ და „აგენტის“ დაუფიქრებლად წოდება, პიარ-ტექნოლოგიის ლიბერალური დიქტატი, ნეო-ტრაიბალიზმი, რომლის მიხედვითაც, ვინც ჩვენს ტომშია კარგია, ვინც არა - ცუდი. აი, ეს ის ლიბერალური ტრენდია, რაც გამეფებულია, ხოლო ნიკა გვარამია მისი ერთი თვალსაჩინო ეგზემპლიარია! ამ თვალსაჩინოებას კი, ცხადია, მენტალური პროვინციალიზმი განაპირობებს, - ანუ ჩვენს თანამოქალაქეთა ნაწილში გამეფებული მიდრეკილება, რომ ხარბად დაეწაფონ „ცენტრში“ გამეფებულ ტენდენციებს, ხოლო ცოცხლად ყოფნით გამოწვეული გარდაუვალი ნაკლოვანების განცდა (ეგზისტენციური უფსკრული) მზა იდეოლოგიური ფორმულებით შეავსონ. ამით ისინი თავს მიანებებენ დემონს, რომელიც ადამიანს ბიომასად აქცევს, აუქმებს რა პიროვნულობისა და სინდისის რეგისტრებს.

23/05/2022

15:23

საქართველოს ორი საფრთხე

უკრაინაში მიმდინარე ომმა და საქართველოს ომში შეთრევის მცდელობამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას.

პირველ ყოვლისა, ეს გამოწვევაა „შიდა ბარბაროსები“, ე.წ. მეხუთე კოლონა. ისინი შეპყრობილნი არიან დასავლეთისადმი არასრულფასოვნების კომპლექსით და საკუთარ თავს ქართველი ერის ნაწილად კი არ მიიჩნევენ, არამედ იმად, ვინც დიდ იმპერიებს (არ აქვს მნიშვნელობა რომელს) საკუთარი სამშობლო ლანგრით უნდა მიართვას. ეს, ცხადია, განპირობებულია იმით, რომ ისტორიულად, საქართველო მეტწილად პერიფერიული ქვეყანა იყო. პერიფერიულობამ კი შვა ისეთი მოვლენა, როგორც არის უცხოსადმი განსაკუთრებული „მოწიწება“. არაა გასაკვირი, რომ ქართულ ენაში დაიბადა ანდაზა - „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“. ქართველთა ნაწილს შინაურის ჭკვიანურ ნათქვამს უცხოელის „ინსტრუქცია“ ურჩევნია - ამით ისინი ლეგიტიმაციის წყაროს იღებენ; ლეგიტიმაცია კი, ძირეული აზრით, სიცოცხლის გაგრძელების უფლებაა. უცხოელთა ასეთ მოტრფიალეებად, დღეს, ჩვენი ერისდა სამწუხაროდ, ქართველი ლიბერალები გვევლინებიან - ისინი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მათთვის მთავარია დიდი გეოპოლიტიკური თამაშის პატარა ჭანჭიკები ვიყოთ და რუსეთს „ნიღაბი ჩამოვხსნათ“. მერე რა, თუ ამის ფასი იქნება - სისხლი, მრავალი დაკარგული სიცოცხლე, და რაც ყველაზე ჯოჯოხეთურია ჩვენთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.

მოდით ვიკითხოთ: როგორ პოლიტიკურ ფორმაში არიან ლიბერალები? აშკარაა, რომ ქართულ კოლექტიურ აზრში გაიელვა თვითგადარჩენის სხივმა - „ლიბერალიზმში ვერ გადავრჩებით და დავკარგავთ ყველაფერ ტრადიციულს, რაც ჩვენი კულტურისა და საზოგადოების საფუძველია, და შესაბამისად, მისი გაგრძელების წინაპირობაა“. ამას მოყვა კონსერვატიული დღის წესრიგის გაძლიერება. შედეგად, აშკარაა, ლიბერალიზმი დღეს უკან იხევს. მისი უკან დახევა კი მისი მზარდი აგრესიულობის პირდაპირპროპორციულია. საფუძვლის გამოცლა იდეოლოგიას აიძულებს გამოავლინოს მისი „ნამდვილი სახე“, გახდეს უფრო აგრესიული. ამის მაგალითი იყო თუნდაც ლ. ბერძენიშვილის მიერ მეფე ერეკლე მეორის მოღალატედ შერაცხვა.

ბერძენიშვილის ეს გამოხტომა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლიბერალიზმი ავლენს ზიზღს გამყარებული ფორმებისადმი, რომლითაც ერი მთლიანობას ინარჩუნებს. მართლაც, გარდა ღირებულებათა კომპლექტისა, რომელიც საზოგადოებას ცივილურ ერთობად კრავს, არსებობს ისტორიულ პიროვნებათა გამყარებული სახე-ხატები, რომლებიც, დამსახურებისდა მიხედვით, „ერის პანთეონში“ იკავებენ და ინარჩუნებენ ადგილს. სწორედ მათზე შეტევა არის მიზანი იმისა, რომ საქართველომ დაკარგოს თვითმყოფადობა, ერთიანობისა და ისტორიულობის განცდა, და საბოლოოდ, მისგან გამოიწრთოს „ბედნიერი“, ისტორიული მეხსიერების არმქონე მომხმარებელი. ლიბერალიზმის უკან დახევამ არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ის იოლად გავა პოლიტიკური სცენიდან - არა, ის ყველაფერს (!) გააკეთებს, რათა „კარი გაიჯახუნოს“, თუნდაც ეს კარის გაჯახუნება ქვეყნის ომში შეთრევა და საქართველოს ნაწილებად დაშლა იყოს.

აქედან მივდივართ უკვე მეორე პრობლემასთან, რომელიც, ცხადია, ასევე კავშირშია ლიბერალური მანტრებთან. ეს ჩვენი პოლიტიკის - როგორც საშინაოს, ისე საგარეოს - მოქნილობის ხარისხია. მართლაც, ლიბერალური მანტრები ამუნათებენ (სულ მცირე, ცდილობენ, დაამუნათონ) ისეთი ძალები, რომლებსაც ქვეყნისთვის უფრო ფართო არჩევანისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა სურთ. მართლაც, არ შეიძლება რომელიმე (რომელიც არ უნდა იყოს ის) გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური ძალის კერპთაყვანისცემის ობიექტად ქცევა. ეს ახალ, მრავალპოლარულ სამყაროში ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ახლა, როდესაც ლიბერალიზმი უკან იხევს, საჭიროა გაბედული და ამავდროულად მოქნილი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მომავალს.

30/05/2022

15:35

პატარა ქვეყნის ტრაგედია

ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, უუნარობაა, დავინახოთ საკუთარი თავი, გავაცნობიეროთ საკუთარი ინტერესები და გეგმაზომიერად ვიმუშაოთ მათზე.

მამარდაშვილი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ამბობდა, რომ დამოუკიდებლობისას უამრავი სიმახინჯე ამოვიდოდა ზედაპირზე, რაც მონობაში დაგვიგროვდა. ამ სიმახინჯეთა შორის, უპირველესია უუნარობა, რომ საკუთარ თავს დავარქვათ „ჩვენ“. „ჩვენ“ - გულისხმობს ცოდნას იმისა, თუ რა გვინდა; ის გულისხმობს პოლიტიკურ სუვერენიტეტს, ჯანსაღ ოპონირებას ქვეყნის განვითარების საკითხზე, ქვეყნის მოწესრიგებას, შიდა თუ გარეგანი მავნებელი ფაქტორების როლის შემცირებას, განვითარებულ ეკონომიკას, ძლიერ ოჯახს, ჯანსაღ საზოგადოებას. ეს ყოველივე კი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოვიხსნით „ვარდისფერ სათვალეს“ და კერპთაყვანისმცემლური აღტკინებით აღარ დავეწაფებით ფორმულებს - „ხსნა ევროკავშირშია“, „რუსეთი გადაგვარჩენს“, „ნატო ჩვენი ბუნებრივი ადგილია“.

გასაგებია, რომ ამ ფორმულებს ასაზრდოებს ერის კონკრეტული არაცნობიერი ტრავმები: ევროკავშირში ხსნა იმიტომ გვგონია, რომ რუსეთისგან მოყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ ცოცხალია; რუსეთი მხსნელად იმიტომ ევლინება ბევრს, რომ ევროკავშირს ვიაზრებთ, როგორც ლიბერალურ ზე-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელიც ჩვენს კულტურას ეწინააღმდეგება და „ვაის, ისევ ვუი“ გვირჩევნია.

ეს არის ტრაგიზმი ჩვენი ქვეყნის, ტრაგიზმი ქვეყნისა, რომელიც ცივილიზაციათა გზაგასაყარზეა და რომლის ზოგიერთ შვილს სხვათა მსახურების დაუცხრომელი ჟინი ამოძრავებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც მუდამ „ვაისა და ვუის“ შორის ირჩევს. პრობლემა სწორედ თვითცნობიერებაა, გაცნობიერება იმისა, რომ „ვაისა და ვუის“ შორის ვირჩევთ. ცხადია, ბევრი იტყვის, რომ „ჩვენ არაფერსაც არ ვირჩევთ“ და ისე იქნება, როგორც „დიდი ბიჭები“ გადაწყვეტენ; შესაძლოა, ეს ნაწილობრივ ასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. უბრალოდ, ეს ისტორიული ფონი, რომ სხვების გამო ერთმანეთი უნდა ვხოცოთ (მენტალურად თუ ფიზიკურად), გვაფერხებს მივაღწიოთ ღირსეული კეთილდღეობის იმ ზედა თამასას, რასაც ჩვენი გეოპოლიტიკური გაბარიტები თუ ეკონომიკა გვიდგენს.

ამგვარ ორობით მოდელისგან თავის დასაქცევად კარგი მაგალითია ისრაელი.  ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ისრაელივით უნდა ვიყოთ. კი, უნდა ვიყოთ. მაგრამ ... არსებობს მარავალი ფაქტორი,  რის გამოც ვერ ვიქნებით ისრაელი. ეს, პირველ ყოვლისა, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიაა. ისრაელმა ორი მსოფლიო რელიგია შექმნა. ჩვენ სხვა ტიპის ფსიქოლოგიის ხალხი ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ რაღაც დიდი სივრცის ნაწილი, რომელმაც უნდა უზრუნველგვყოს ფართო ასპარეზით, ხოლო როდესაც ეს დიდი სივრცე უარს გვეუბნება, ჩვენ გვეუფლება საშინელი იმედგაცრუება, რომელიც სავსეა საკუთარი პროვინციული მდებარეობის აღქმითა და ტრაგიზმით.

სწორედ დიდ სივრცეში ჩვენს სწრაფ ინტეგრაციაზე დგას ერის ფსიქოლოგიური გაჯანსაღების ერთ-ერთი გასაღები, რომელიც ტრაგიზმის დაგროვილ ენერგიას შემოქმედებითად გარდაქმნის და შეგვაქმნევინებს კულტურას, რომელიც მუდამ იყო ჩვენი ფარული ტრაგიზმის გამოვლინება.

23/06/2022

13:31

საქართველო - კანდიდატობა და ევროკავშირი

საქართველოში არსებობს პოლიტიკური კულტურის ერთი მეტად მანკიერი მოვლენა, რამაც ჩვენს ცნობიერებაში მყარად მოიკიდა ფეხი. ეს არის პოლიტიკურ მოვლენათა ფსევდო-რელიგიური აღტკინებით ყურება. ეს აღტკინება განპირობებულია რეალობის მიუღებლობით, ერთგვარი სურვილით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს. ეს მორალური აზრით გასაგებია - რეალობის აღიარება არ სურს პატარა ქვეყანას, რომლის კისერზეც ისტორია თავის წისქვილის ქვებს მონდომებით ატრიალებდა. ჩვენი საზოგადოების ნაწილში გამჯდარი ეს მანკიერება, ეს ისტერიულობა, რეალობის მიუღებლობა არაცნობიერი პასუხია ისტორიისთვის, ხოლო ამ რეაქციაში გაჯიუტება, უკვე ნახევრად-ცნობიერი შურისძიებაა ისტორიის მიმართ - „რეალობამ არ გვაღიარა ჩვენ, არც ჩვენ ვაღიარებთ რეალობას“.

ამგვარი ვითარება თანდათან სწორდება. ჩვენში თანდათან იღვიძებს რაციონალიზმი, პრაგმატიზმი. ეს არის აუცილებლობა, რაც  თვითგადარჩენის ინსტინქტით არის ნაკარნახევი. მართლაც, ქართული კოლექტიური არაცნობიერიდან დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ამოხეთქილმა და ქართულ მედია-სივრცეში დანთხეულმა ისტერიულობამ მიაღწია იმ დონეს, რომელიც ამ ისტერიულობას აუტანლად ხდის და საპირისპირო მხარეს აუცილებელი მოქმედებისკენ აღძრავს.

ჩვენს შემთხვევაში ერთი ამგვარი ტესტი იყო საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა. ამ მცდელობაზე რეაქცია იყო მისასალმებელი - აქ ჩვენ დავინახეთ პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესების წინა პლანზე წამოწევა; ჩვენ დავინახეთ უკუგდება იმ „კოლექტიური ყორღანაშვილობისა“, რომელთაც ერთი სული აქვს საკუთარი ქვეყანა ლანგრით მიართვან გარეშე ძალებს. ჩვენ დავინახეთ უკუგდება მედია-ინჟინერიის ბნელ კუნჭულებში დაწერილი გეგმებისა, რომელიც ტვინებს გვიჭედავდა პრიმიტიული ფორმულით: „აბა, მიდით ბიჭებო, რუსები გასულები არიან, და შედით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“.

ამგვარი სიმშვიდისა და სიბრძნის მეორე მნიშვნელოვანი ტესტია ქართველი ხალხის რეაქცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების შესახებ. ცხადია, კანდიდატის სტატუსი იქნებოდა ერთგვარი დადასტურება იმ რეფორმებისა, რაშიც თავად ევროკავშირის მიხედვითაც, ჩვენ ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა, ჩვენ გვესმის ასევე ისიც, რომ ევროკავშირს აქვს პრობლემები. ის ყველანაირად ეცდება პოტენციურად უარყოფითი გადაწყვეტილების (არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და მოლდოვასთან მიმართებაშიც) შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას და ამ სამ ქვეყანაზე გადატანას. ამგვარი ნიადაგის შემზადებას ჰგავს მათ მიერ რეზოლუციაში ნოდარ მელაძის ფეიქების დონის ტყუილების ჩაწერა, რომ თურმე მ. სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება კერძო კლინიკაში გადაყვანის; ეს ხდება მაშინ, როდესაც სააკაშვილი ამ მომენტში სწორედაც კერძო კლინიკაში იმყოფება. რომ თურმე დ. კეზერაშვილი ლამის მედია-დევნილია. ანუ, ერთი სიტყვით, მათ გააკეთეს ერთგვარი შემამზადებელი ნაბიჯი, რატომაც შეიძლება უარი იყოს ნათქვამი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე. თუმცა, მიზეზი უფრო სხვაა. ევროკავშირს ამ ეტაპზე არ სურს გაფართოება. ის დგას გარკვეული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და მათი მხრიდან თუნდაც ცრუ იმედების შექმნაც შეიძლება ერთგვარად ზედმეტად ჩანდეს.

თუმცა არსებობს მეორე შესაძლებლობაც: რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ ორ ათწლეულში რეგიონში მშვიდი სინდისით აწარმოონ „ღია კარის პოლიტიკა“. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკა არ არის ცალკარას თამაში: თუ საქართველოს სჭირდება ევროპა, ევროპასაც სჭირდება საქართველო. ჩვენ უნდა შევძლოთ და მათ პირდაპირ ვათქმევინოთ სათქმელი. სწორედ ეს იქნება გონივრული და პრაგმატული მიდგომა, და არა კანდიდატის სტატუსისგან „წმინდა ძროხის“ შექმნის მცდელობა, რაც, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ ნაწილში შეინიშნება.

24/06/2022

14:42

დასავლეთი, რუსეთი, საქართველო - ოთხი ხედვა

დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საგარეო, გეო-პოლიტიკურ შეხედულებათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი ხედვა. ამ ოთხი ტიპის ხალხს, აქვთ ტელევიზიები, ჰყავთ პარტიები და მეტ-ნაკლებად იდეოლოგიზებული მხარდამჭერები. სწორედ ამ ოთხის დაპირისპირება და ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს მეტწილად საქართველოს უახლოესი ათწლეულების მომავალს.

1. პირველ კატეგორიას რადიკალი პროდასავლელები წარმოადგენენ. ეს ხალხია, რომლებისთვისაც დასავლეთი არის ხსნა და ფინანსების წყარო. მათთვის მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ დასავლეთის ნაწილი და ეს რის ფასად მიიღწევა, არ აქვს მნიშვნელობა. ასეთები, ყველაფერზე არიან წამსვლელები - რუსეთთან ომზე, ქვეყნის დაზიანებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რეპრესიაზე - ოღონდაც დასავლეთი იყოს. თანაც, მათი გაგება დასავლეთისა არის ლიბერალურ-სამომხმარებლო; ეს არის დასავლეთი, რომელიც არის ერთგვარი „სამომხმარებლო კულტურის მექა“; მათ ფსევდო-რელიგიური აღტკინების უკან იმალება გვიანი ხანის „ჰომო სოვიეტიკუსის“ კომპლექსები: რომ „მერსედესი ჯობს ჟიგულს“, „როკი აკრძალული ხილია“, „რომ დასავლეთში სექსი არის (განსხვავებით საბჭოთა კავშირისა)“. ფაქტია, რომ გვიანი საბჭოთა და ადრეული პოსტ-საბჭოთა ეპოქის კომპლექსები ქართულ პოლიტიკას დიდწილად განსაზღვრავს.
ამ სეგმენტს ახასიათებს საწინააღმდეგო აზრისთვის „რუსეთუმეს“ იარლიყის მიკერება. ამ კატეგორიის ხალხი ძირითადად გვიანი „ჰომო სოვიეტიკუსის“ იდეური ან გენეტიკური მემკვიდრეები არიან. ასეთი ადამიანებისთვის აზრი არ აქვს იმის თქმას, რომ დასავლური დოვლათი, დასავლური კეთილდღეობა კოლონიალიზმის შედეგია და რომ ლიბერალურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, შეიძლება სუვერენტიტეტის დათმობას ნიშნავდეს. ამ ხალხისთვის დასავლეთი არის აბსოლუტური სიკეთე, ხოლო რუსეთი- აბსოლუტური ბოროტება.

2. მეორე კატეგორიის ხალხს ზომიერი პროდასავლელები შეიძლება ვუწოდოთ. ისინი პროდასავლურ კურსს ემხრობიან, მაგრამ არ იტანჯებიან აგრესიული რუსოფობიით და დღევანდელ დასავლეთს უფრო პრაგმატულად უყურებენ. ამ კატეგორიის ხალხი მოქმედებს დევიზით: „შევიდეთ დასავლეთში, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა“. მათ მაგალითად მოჰყავთ უნგრეთი და პოლონეთი, რომლებიც არიან ევროკავშირში, მაგრამ, ავად თუ კარგად, კონსერვატიული და ეროვნული დღის წესრიგის გატარებას ახერხებენ.

ამ მეორე კატეგორიაში, თავის მხრივ, შეგვიძლია გამოვყოთ ორი ქვეკატეგორია - პირველი, რომელიც მომხრეა, რომ ევროპისკენ სვლის პარალელურად, აქტიური მოქმედებები ვაწარმოოთ რუსეთთან. ეს ქვეკატეგორიის ხალხი მულტი-ვექტორულობის პოლიტიკას აღიარებს.

მეორე ქვეკატეგორიის ადამიანები კი, ამგვარ მოქმედებებს უაზრობად მიიჩნევენ, რადგან „რუსეთმა უკვე ბევრჯერ მოგვატყუა“ - ასეთები, არ იაზრებენ რუსეთმოძულეობისა და დასავლეთმადიდებლობის მანიქეველურ ნარატივს, მაგრამ რუსეთთან რაიმე ტიპის დიალოგს უაზრობად მიიჩნევენ. მათ მაგალითად მოჰყავთ ის უამრავი ტკივილი, რაც რუსეთმა მოგვაყენა - ოკუპაცია; 2008 წლის ომი; 90-იანი წლების მოვლენები; 78 წლის მოვლენები, როდესაც რუსეთს უნდოდა ქართული ენის ოფიციალური სტატუსის გაუქმება; ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება; მე-19  საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ანექსია; ერთი სიტყვით, ამ ქვეკატეგორიის ეროვნული ხალხი იაზრებს ლიბერალური დასავლეთისგან მომავალ კულტურულ საფრთხეებს. თუმცა, ლგბთ-პრაიდის ჩატარების მცდელობა,  დასავლეთის ნეოკოლონიური პრაქტიკები და არასამთავრობო სექტორის თავგასულობა, ჯერ კიდევ ვერ გადაწონის რუსეთის მიერ ბოლო 220 წელიწადში საქართველოსთვის მოყენებულ ტრავმებს.

3. არსებობს მესამე კატეგორიის ხალხი, რომელიც საერთოდაც მიიჩნევს, რუსეთი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მომავლის განმსაზღვრელი. ასეთები ფიქრობენ, რომ გეოპოლიტიკური გარდატეხები საქართველოს აქცევს რუსეთის გავლენის ზონად; ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული კულტურისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, ასევე ტერიტორიების აღდგენისთვის, საჭიროა რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, ამის დასტურად მოჰყავთ საერთო რელიგია და გეოპოლიტიკური გარდაუვალობა, რასაც მრავალპოლუსიანი სამყარო დაბადებს.
მათთვის დასავლეთი არის დირექტივების, არასამთავრობოებისა და ლიბერალური მავნებლობების წყარო, რომელთაგან სრულყოფილი დახსნის საშუალებად მიჩნეულია ჩრდილოური საგარეო ორიენტაცია. მათთვის სუვერენიტეტის ამაღლების გზა გადის კონსერვატიულ გეოპოლიტიკურ სივრცეზე. ისინი მიყვებიან პრაგმატიზმს და მიიჩნევენ, რომ რუსეთმა ბევრი კი გვავნო, მაგრამ, ამავდროულად, შემოიტანა მთელი რიგი სიკეთეები: განათლების სისტემა, ოპერა, მეტრო, ურბანიზაცია, დაგვიცვა მუსულმანური კულტურის გავლენისგან, აჭარა დაუბრუნა საქართველოს, შექმნა პირობები ქართული კულტურის რენესანსის პერიოდისთვის (მეოცე საუკუნის 60-იანი - 80-იანი წლები); ერთი სიტყვით, ეს კატეგორია რუსეთის მიერ ჩვენთვის გაკეთებულ „კარგზე“ აპელირებს და „ცუდის“ წარსულში დატოვებას და რუსულ-ქართული ურთიერთობების განახლებას ესწრაფვის.

4. მეოთხე კატეგორია პირველს მოგვაგონებს. თუ პირველისთვის დასავლეთია ხატი და საფიცარი, მეოთხე კატეგორიის ხალხისთვის ასეთია რუსეთი. ამ კატეგორიაში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო სახელმწიფოებრიობის ღირსი არ არის. ზოგი მათგანი იმასაც კი მიიჩნევს, რომ რუსეთის გუბერნიად ქცევაც ნორმალურ პერსპექტივაა. ამ ხალხისთვის, დასავლეთი არის აბსოლუტური ბოროტება, ხოლო რუსეთი აბსოლუტური სიკეთე.

28/06/2022

12:21

უკრაინის ომი - ენერგეტიკა და კლიმატი

ნებისმიერი ომი, არსებითად, მის საფუძველში, ენერგიისთვის ბრძოლაა. ენერგია კი, თავის მხრივ, ის არის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ.

არაა გასაკვირი, რომ უკრაინა-რუსეთის ომში წინა პლანზეა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: გაზსადენები, ნავთობი, ენერგიის დაზოგვა. აგერ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის მოქალაქეებს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდებს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ ლაიაენი კი ევროკავშირის მოქალაქეებს ურჩევს, ორი გრადუსით დაუწიონ გამათბობლებსა და კონდიციონერებს[1]. თავის მხრივ, რუსეთისთვის დასავლეთზე ზეწოლის კარგი იარაღია ნავთობისა და გაზის საკითხებით მანიპულაცია. ევროკავშირის ქვეყნების და, მათ შორის, მისი მოწინავე ეკონომიკის - გერმანიის ინდუსტრიული სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია რუსულ გაზზე.

19/07/2022

13:34

ავტორიზაცია
დაგავიწყდა?
ან
არ ხარ მომხმარებელი?
დარეგისტრირდი
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%