გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო – თამარ გაბუნიას გამარტება

0
204

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ზე ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ ეტაპზე არ გახდება და ისევე, როგორც დღეს, სამომავლოდაც ნებაყოფლობითი იქნება.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება აუცილებლად ნებაყოფლობითი. არცერთ შემთხვევაში არ განვიხილავთ ვაქცინაციის სავალდებულობას.

დადებითი მოტივების შემოტანაც მოხდება ფრთხილად, რომ ამან არ შექმნას გარკვეული ეთიკური ბარიერები და ამის გამოცდილება ჯანდაცვის სისტემაში არსებობს” – აცხადებს თამარ გაბუნია.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია რამდენიმე ჯგუფისთვისაა ხელმისაწვდომი მათ შორის, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის, 55 წელს ზემოთ მოქალაქეების, დიალიზის საჭიროების მქონე და ორგანოგადანერგილ პირთათვის.