გავრილოვი დავიფრინეთ? დავიფრინეთ, პოზნერი დავიფრინეთ? დავიფრინეთ, კიდევ ბევრია დასაფრენი – ზურაბ გურული

0
73

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

„გავრილოვი დავიფრინეთ? დავიფრინეთ. პოზნერი დავიფრინეთ? დავიფრინეთ. კიდევ ბევრია დასაფრენი? უჰ, მათი სახელი ლეგიონია. ბევრია ყორღანაშვილივით ქარაფიდან დასაშვები? უამრავი. ჯერ პირველი “საჩინო” უნდა გამოჩნდეს ოღონდ და მერე მიჰყვებიან სხვებიც. უნდა გვრცხვენოდეს? მხოლოდ გამუდმებულ შიშში ცხოვრების, მეტი არაფრის.საკმარისია? არა. მაგრამ დასაწყისისთვის კარგია. ნელნელა მოვა საკუთარი ძალის რწმენა. ცოტანი ვართ?არა უშავს. – ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წადგი, მისწვდება.“