ღარიბაშვილს ფინანსთა მინისტრად რომან გოცირიძე უნდა დაენიშნა – სოსო ცინცაძე

0
677

შეუძლებელია, ეროვნული ვალუტა ამ დღეში იყოს და ფინანსთა მინისტრი ან დაწინაურდეს, ან, უბრალოდ, კარგ ხასიათზე იყოს. ეროვნული ვალუტა ქვეყნის ცხოვრების არტერიაა. მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული სახელმწიფოს სიჯანსაღე, – ამის სესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განაცხადა.

„ძალიან სიმბოლურია ფინანსთა მინისტრის წასვლა ლარის კურსის გათვალისწინებით. მთელ მსოფლიოში ფინანსთა მინისტრი პირდაპირ ეროვნულ ვალუტასთან არის მიბმული. შეუძლებელია, ეროვნული ვალუტა ამ დღეში იყოს და ფინანსთა მინისტრი ან დაწინაურდეს, ან, უბრალოდ, კარგ ხასიათზე იყოს. ეროვნული ვალუტა ქვეყნის ცხოვრების არტერიაა. მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული სახელმწიფოს სიჯანსაღე.

ღარიბაშვილმა მაჭავარიანის შემცვლელად მისი მოადგილე დაასახელა. პრემიერის მხრიდან ბევრად უფრო ჭკვიანური სვლა იქნებოდა თუ ამ ადგილს ოპოზიციას შესთავაზებდა, მაგალითად, რომან გოცირიძეს ან ლადო პაპავას. დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ დათანხმდებოდა, მაგრამ ღარიბაშვილის მხრიდან ეს პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა. მას ექნებოდა სათქმელი არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, ჩვენი დასავლელი მომლაპარაკებლებისთვისაც. თავის დროზე შევარდნაძემ ეს გააკეთა. იუსტიციის მინისტრობა ჯერ გია ბარამიძეს შესთავაზა, ის რომ არ დათანხმდა, მერე სააკაშვილს.

ახალი მინისტრი 7 წელია მოადგილეა. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ უპრინციპოა ან მაღალი დონის პროფესიონალი, მაგრამ მინისტრის პოზიციას იზიარებს. ამ გადმოსახედიდან ძალიან მეეჭვება, რომ ახალმა მინისტრმა ხუციშვილმა რამე შეძლოს. წარმატებული იყოს„, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.