გარედან ეკლესიის ლანძღვა ნაკლებად საშიშია, ამით ის პირიქით ძლიერდება – მამა თეოდორე

0
204

არ დავაზიანოთ ვერტიკალი და მადლმოსილებას არ მოვწყდეთ, – ამ სიტყვებით მიმართავს დეკანოზი თეოდორე გიგნაძემ ამბოხებულ სასულიერო პირებს და ეპისკოპოსისადმი მორჩილებისაკენ მოუწოდებს.

მამა თეოდორეს თქმით, ისინი, ვინც გაუთავებლად აკრიტიკებენ ეკლესიას, სხვა ადამიანებს ეკლესიაში მოსასვლელ გზას უღობავენ.

„დღეს მოდაშია ეკლესიის მანკიერებების დანახვა, რომელიც გვაქვს. მე ვგულისხმობ სასულიერო პირებს, ქცევებს, მანერებს, მმართველობას, ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ეკლესია ილანძღება. მაგრამ აქ არის ორი მომენტი. გარედან ეკლესიის ლანძღვა ნაკლებად საშიშია, ეკლესიას არაფერი არ დააკლდება. ის პირიქით ძლიერდება, უფრო მობილიზებული ხდება და საკუთარი თავის განწმენდისკენ მიდის. მაგრამ პრობლემა არის შიგნიდან როცა ხდება ეს. შიგნიდან ხდება ეკლესიის სახელის გატეხვა. რაღაც პრობლემების წარმოჩინება. ეს პრობლემები გადადის მერე გარე მტრების ხელში. გარე მტრები კი მუდმივ, 24-საათიან რეჟიმში ლაფს ასხამენ ეკლესია.

ვთქვათ, ისინი არიან მართლები, მაგრამ როგორც წესი ეს ასე არ არის, არის უამრავი ცილისწამება სიმართლე ტყუილში არეული, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტი ტყუილია, ვიდრე მართალი, რომც დავუშვათ, რომ რასაც ლიბერალური ტელევიზია გვლანძღავს და გვაგინებს ას პროცენტიანი სიმართლეა, თუ ჩვენგან, შიგნიდანაა ინსპირირებული, თუ ეს მე გარეთ გავიტანე და იქიდან ნიაღვარი მოდის, მაინც არაა მართალი. იმიტომ, რომ ამ დროს დგას ვიღაც ადამიანი, რომლის გულს ღმერთი შეეხო და მას სურს სულიერი ცხოვრება, მას გული ეწევა ეკლესიისაკენ, რადგან ეკლესიაში მადლია და ამ ნიაღვარს რომ ისმენს, ის ეკლესიაში აღარ მოდის…

ყველა ის ადამიანი, რომელიც ისე ლანძღავს ეკლესიას, რომელშიც თვითონ გახდა მორწმუნე, ზოგი სასულიერო პირი, თვითონ მიიღო განათლება, რომ სხვას აღარ მოუნდება ეკლესიაში შესვლა. ამით თქვენ იცის რას აკეთებთ? ამბობთ, რომ ეკლესიაში მადლი არ არის. სულიწმინდის გმობა უმძიმესი ცოდვაა. ეკლესია ისე უნდა ვაკრიტიკოთ, რომ ეკლესიის მადლმოსილება ანათებდეს ჩვენს სიტყვებში.

ეკლესიის მადლმოსილების ვერტიკალი მოდის ეპისკოპოსიდან ქვემოთ სასულიერო პირებზე. ეპისკოპოსი როგორც არ უნდა იქცეოდეს თუ მღვდელი მასთან კანონიკურ მორჩილებას გამოეთიშება და შეწყვეტს ურთიერთობას, როდესაც ხელდასხმით მორჩილებას გაწყვეტს ამ მღვდლის წირვას აზრი არ აქვს. ამ მღვდლის წირვა გადაიქცევა პროტესტანტულ მსახურებად, რომელიც გარეგნულად თეატრალიზებული წარმოდგენაა საიდუმლო სერობისა და მას მადლი არ ახლავს. ეს არის მართლმადიდებლური ხედვა და ვინც თვლის, რომ თუ ფორმებს შეასრულებ მადლი ყველგან არის ის მართლმადიდებელი არ არის. როგორც კი მოწყდები ეპისკოპოსს, შენი მსახურება თეატრალურ წარმოდგენად გადაიქცევა და აზრი არ აქვს… არ დავაზიანოთ ვერტიკალი და მადლმოსილებას არ მოვწყდეთ.”, – განაცხადა მამა თეოდორემ.

წყარო: პრაიმტაიმი