გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე – არასწორია- გია ვოლსკი

0
367

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი ვინც საქართველოს საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის უნდობლობასა და მიუღებლობას იწვევს.

„გინდ პოზნერი იყოს, გინდ მიხალკოვი და ასტაფიევი, იქნება ის რუსეთის თუ აშშ-ის მოქალაქე, ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია და მის მიმართ უკიდურესად ცუდად ვარ განწყობილი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეები გვყავს, ვინც საქართველოში ოკუპაცია დაუშვა და დღესაც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.

ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს ამერიკის მოქალაქე, გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ნებისმიერი ადამიანი ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩემთვის მიუღებელია.

მაგრამ ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, იმას რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო მეორე მხრივ გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია. სწორედ ეს ამახინჯებს გულწრფელ პროტესტს, რაც საქართველოს საწინააღმდეგო აზრების მქონე ადამიანებისა და ქვეყნების მიმართ არსებობს“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.