გამოკითხულთა 69% საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად აშშ-ს ასახელებს – IRI-ის კვლევა

0
40

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად, გამოკითხულთა 69%  ამერიკის შეერთებულ შტატებს, 54% ევროკავშირს, 23% უკრაინას, 17% აზერბაიჯანს, ხოლო 13% თურქეთს ასახელებს.

 

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 55% ასახელებს აშშ-ს, 39% ევროკავშირს, 29% თურქეთს, 21% უკრაინას, 21% კი, აზერბაიჯანს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.