გაგრძელდება თუ არა საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა – თამარ გაბუნიას განმარტება

0
29

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება, რადგან 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი საკმაოდ ფართოა და დოზების დღეს არსებული მარაგი საკმაოდ მცირეა. ხანდაზმულებში AstraZeneca-ს საკმაოდ მაღალი შედეგი აქვს, ამიტომ ამ ვაქცინას კიდევ შემოვიტანთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, Pfizer-ით კი 30 მარტიდან.

EMA-ში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს.