ევროპის წამლის სააგენტო უარყოფს, რომ AstraZeneca-სა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი დაადგინა

0
58

ევროპის წამლის სააგენტო EMA უარყოს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი დადგინდა. აღნიშნული განცხადება ევროპის მარეგულირებელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც უცხოურ მედიაში სააგენტოს მაღალი რანგის წარმომადგენლზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაადგინა straZeneca-ს ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ სინდრომს შორის.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო განამრტავს, რომ აღნიშნულ საკითზე კვლევა დასკვნით ეტაპზე არ არის და შეფასება/შესწავლა ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ დასკვნა უახლოეს დღეებში, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გასაჯაროვდება.

როგორც “გარდიანი” წერს, დღეს იტალიურ მედიაში გავრცელდა მარკო კავალერის, EMA-ის ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღვანელის ინტერვიუ, სადაც აცხადებდა, რომ მისი აზრით, უკვე შესაძლებელია თქმა, რომ ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის ცხადი კავშირია, თუმცა, რა იწვევს რეაქციას, უცნობია.

“გარდიანის” ცნობით, კითხვები ასტრაზენეკასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ვაქცინაციიდან რამდენიმე კვირაში ბენეფიციართა მცირე ნაწილს იშვიათი, თუმცა სერიოზული თრომბოემბოლიური გართულება დაუფიქსირდა, თუმცა ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირი კავშირი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

ევროპის წამლის სააგენტო ასევე აცხადებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა კვლევას აგრძელებს.

მანამდე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ასტრაზენეკას მიერ წარმოებული პროდუქტით ადამიანებმა ვაქცინაცია უნდა განაგრძონ, რადგანაც COVID-19-ის პრევენციაში მეტი სარგებელია, ვიდრე შესაძლო გართულებები, რაც მკვეთრად გადაწონის რისკებს.

ქვეყნების უმეტესობამ AstraZeneca-თი ვაქცინაცია განაახლა, თუმცა რამდნიმემ, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და კანადამ ,შეზღუდა მისი გამოყენება 55, 60 და 65 წელს ქვემოთ მოქალაქეებში.

ევროპის წამლის სააგენტო ამჟამად სწავლობს 14 პაციენტის გარდაცვალების შემთხვევას, რომლებსაც ვაქცინაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ტვინში თრომბი განუვითარდათ. ცნობილი შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა და შუახნის ქალებში მოხდა.