ეს ხალხი დღესაც სტრესულ სიტუაციაშია და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ – ახალციხის კლინიკის დირექტორი

0
40

ახალციხის კლინიკა „იმედის“ დირექტორი მედიკოსების მიერ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას სტრესული ვითარებით ხსნის და ამბობს, რომ ბრალის წარდგენა დანაშაულის დამტკიცებას არ ნიშნავს. გიორგი ბარძიმაძე აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძეს კლინიკაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა.

„ეს ხალხი დღესაც სტრესულ სიტუაციაშია და იმ დროსაც სტრესულ სიტუაციაში იყვნენ. შეიძლება რაღაც, რაც იმ დროს, პირველად თქვეს, შემდეგ დააზუსტეს. დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ, ჩატარდება გამოკვლევები. მხოლოდ პროკურატურა არ არის, სამედიცინო გამოძიებაც მიმდინარეობს მარეგულირებელი სააგენტოს მიერ და ვნახოთ, რა დასკვნას დადებენ ექსპერტები“, – აღნიშნა ბარძიმაძემ.

როგორც მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, თავიდანვე იცოდნენ, რომ მედდას სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს.