ეს არ არის კეთილი მწყემსი, ამ წვიმაში ქუჩაში დამტოვა მონაზონი – მეუფე სტეფანეს კურთხევით, მარტვილის მონასტრის დედებს მონასტერში არ უშვებენ

0
373

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს კურთხევით, მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის დედებს ახალი ხელდასმული წინამძღვარი მონასტერში არ უშვებს.

როგორც ჩანს, ნატალია კერესელიძე მათ იმის გამო სჯის, რომ ისინი თბილისში, საპატრიარქოს აქციაზე იმყოფებოდნენ. ინფორმაცია „spacesnews“-ს დედათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, დედა სოსანამ დაუდასტურა, რომელიც ამ წუთებში, წვიმაში, ტაძრის გარეთ იმყოფება.

“დილით წინამძღვარს ვთხოვე კურთხევა, რომ გავეშვით თბილისში და არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გაგვიშვა ჩვეულებრივად თბილისში და რომ ჩამოვედით, ასე გვითხრა, რომ მეუფე სტეფანეს კურთხევაა, რომ მონასტერში არ შეგვიშვათო. მეუფე სტეფანე… მეუფეც კი არ შეიძლება მას ვუწოდოთ… ეს არ არის კეთილი მწყემსი, ქუჩაში დამტოვა მონაზონი, რომელიც 14 წელი ვცხოვრობდი მონასტერში, რომელიც ჩემი ხელით ავაშენე. მაგდებს ქუჩაში. მეუფე სტეფანეს არანაირი სიბრალული არ გააჩნია, რომ ამ წვიმაში ქუჩაში დაგვტოვა, მე და ჩემი ერთი დედაო”, – განაცხადა დედა სოსანამ სააგენტოსთან საუბარში.

ფოტოს ” მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.