დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გათავისუფლდეს დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან 2021 წლის პირველი აპრილიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას 2018 წლის 18 დეკემბრიდან იკავებდა.