დანიელსონის მიერ მომზადებული ბოლო დოკუმენტი ყველაზე დაბალანსებული და გააზრებული იყო – ვახტანგ მეგრელიშვილი

0
35

კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული ბოლო დოკუმენტი ყველაზე დაბალანსებული და გააზრებული იყო, მას შემდეგ, რაც მან ჩვენ გაგვიცნო, – ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. „გირჩის” წევრმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა თავის წინადადებაში ის კომპრომისები გაწერა, რომელზეც ორივე მხარე უნდა წასულიყო.

„აქ იყო კომპრომისი შემოთავაზებული როგორც „ქართული ოცნების” ისე „ნაციონალური მოძრაობის მხარეს”. ერთ მხარეს უნდა დაეთმო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მეორე მხარეს – მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. არცერთმა მხარემ გასაგებად არ დათმო ის, რასაც დანიელსონი ფაქტობრივად სიტყვებს შორის სთავაზობდა მათ. ვისაც ჭკუა აქვს და დოკუმენტს წაიკითხავს, კარგად დაინახავს ვისი მხრიდან რა კომპრომისი იყო საჭირო”, – აცხადებს მეგრელიშვილი.