დააყენონ ენა!  თუ არ დააყენებენ, ძალიან პრობლემური სიტუაცია ექნებათ – მიტროპოლიტი სტეფანე

0
215

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. მონაზვნების დათხოვნის შემდეგ მიტროპოლიტმა სტეფანემ პირველად იქადაგა და ეპარქიაში არსებულ ვითარებაში კვლავ მასთან დაპირისპირებული მხარე დაადანაშაულა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ “თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება”:

“მისი [მონაზონი სოსანას] საქციელი აბსოლუტურად გამოსულია საეკლესიო ფარგლებიდან, ის გადასულია პოლიტიკური პარტიის, ან – არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართულებით,

კონცერტი მოაწყო, თითქოს არსად არ აქვს ადგილი, რომ თავი შეაფაროს, და წვიმაშია საწყალი ქალი… არ გაჩერებულა ის წვიმის ქვეშ. ანუ, ეს შოუ დადგა, რომ ვითომ – საწყალი მონაზონი, რა დღეშია და არ უშვებენ ეკლესიაში.

დააყენონ ენა. დიახ, მათთვის, ვინც ცუდად გებულობს სიტყვას “დააყენე”. თუ ენას არ დააყენებენ, ძალიან პრობლემური სიტუაცია ექმნებათ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან გათავისუფლებული მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო სამი დღის წინ, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში არ შეუშვეს. მიტროპოლიტმა სტეფანემ ისინი სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა. მიტროპოლიტის ბრძანების მიხედვით, მათ მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევები ედებათ ბრალად.