და მაინც ვინ ებრძვის საბჭოთა წარსულს და რუსულ ოკუპაციას?! – შოთა აფხაიძე

0
418

„ევრაზიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი შოთა აფხაიძე სოციალურ ქსელში წერს:

„და მაინც ვინ ებრძვის საბჭოთა წარსულს და რუსულ ოკუპაციას?!

НКВД ჯურღმულებში ნაწამები საბჭოთა გადასახლება და გულაგგამოვლილი, დახვრეტილი და ჩამოხრჩობილი დისიდენტების შთამომავლები.

მაგალითად თაკო ჩარკვიანი, რომლის მამასაც ბატონ ჯანსუღს კომუნისტებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს ყაზახეთის სტეპებში; ნინო ბურჯანაძე, რომლის მამას ბატონ ანზორს КГБ მინისტრმა ინაურმა პლოცკოთი კბილები დააძრო და ყურში პაიანიკი შეუერთა; მაია და ნათია ფანჯიკიძეები, რომლთა მამაც ბატონი გურამი НКВД ჯურღმულებში ყავდათ გამოკეტილი წლობით; თვით ბატონი გელა ჩარკვიანი, რომელსაც საბჭოთა КГБ ამერიკულ Levis ჯინსებს ძალით აცმევდა იზოლატორში და ბითლზების მუსიკას საათობით ასმენინებდა, რომლის მამაც კანდიტი ტირანმა სტალინმა და ბერიამ ცემაში მოკლეს; გოკა გაბაშვილი, რომლის მამასაც ჯალათმა კომუნისტებმა პროფესორის ტიტული მიანიჭეს და სახრლწიფო უნივერსიტეტში ძალდატანებით ამუშავებდნენ, მერე ძალით შეაგდეს 3 ოთახიან ბინაში ფიქრის გორაზე …

ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ლეგიონია მათი სახელი, სტალინის და საბჭოთა სისტემის მიერ რეპრესირებული და დახვრეტილი 28 მილიონი ქართველი… უბრალოდ – დიდება გმირებს!“