ცოტაც და რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიად ქცევის გარდა, შანსი აღარ დაგვრჩება – ზაზა ფირალიშვილი

0
317

ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებს აფა­სებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კებს.

ფი­რა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ თუ ასე გაგ­რძელ­და, სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის ფაქ­ტობ­რივ გუ­ბერ­ნი­ად ქცე­ვის გარ­და, სხვა შან­სი აღარ დარ­ჩე­ბა.

“უკვე აღარ ვიცი, ან ოპო­ზი­ცი­ა­ში ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვინ­მეს თუ შერ­ჩა საღი აზრი. საით მიჰ­ყავთ ქვე­ყა­ნა? კი­დევ ცო­ტაც და რუ­სე­თის ფაქ­ტობ­რივ გუ­ბერ­ნი­ად ქცე­ვის გარ­და სხვა შან­სი აღარ დაგ­ვრჩე­ბა. კი­დევ ვინ უნდა მი­გი­თი­თოთ, რომ ქვეყ­ნის ბედი არ უნდა ანაც­ვა­ლოთ პი­რად თუ კორ­პო­რა­ტი­ულ ინ­ტე­რე­სებს? რა­საც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ამ­ბო­ბენ ყვე­ლას გე­ხე­ბათ და ტყუ­ი­ლად იშ­ვერთ ერ­თმა­ნე­თი­სა­კენ ხელს.

ამ გუ­ლუბ­რყვი­ლო პრ ხრი­კე­ბი­სა მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს თუ სჯე­რათ. თავი ტყუ­ი­ლად მო­გაქვთ ბის­მარ­კე­ბად და ტა­ლე­ი­რა­ნე­ბად. მთე­ლი თქვე­ნი ნა­ყო­ფი ის იქ­ნე­ბა, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ერი კი არა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ეთ­ნო­სი ვართ და მეტი არა­ფე­რი” – წერს ფი­რა­ლიშ­ვი­ლი.