ცოდვების მიუხედავად, სინოდის დღევანდელი შემადგენლობა მაინც გამორჩეულია – მეუფე იაკობი

0
128

ბოდბის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დიდი ხუთშაბათის წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან უფლისა და 12 მოციქულის შესახებ ისაუბრა, თან განაცხადა, რომ პატრიარქის წინამძღოლობით სინოდი მაცხოვრისა და მოციქულების განსახიერებაა.

„პატრიარქი პირველებში პირველია და მამაა, რაც მთავარია. როგორც უფალი იყო 12 მოციქულის წინამძღვარი, ისე არის პატრიარქი სინოდის წევრების წინამძღვარი. პატრიარქი განასახიერებს უფალს და ჩვენ სინოდის წევრები განვასახიერებთ 12 მოციქულს. ყოვლისშემძლე უფალთან შეეძლებოდა უფალი ყოფილიყო. ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, მე ხომ არა უფალო.

მივიდა, რაღაც არ მოეწონა და გაყიდა. მერე რომ მიხვდა რა ჩაიდინა, ის სიცარიელე გამოჩნდა რაც იყო. სხვა მოციქულებმაც ვერ ჩაიდინეს კარგი საქციელი იმ მომენტში, თუმცა შეინანეს.

ჩვენთანაც რომ ავიღოთ, ყველა ეპისკოპოსი პატრიარქის გამორჩეული ვართ, როგორც ქრისტემ გამოარჩია მოციქულები. ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. მაცხოვართან 12-დან ერთი იყო ასეთი და რაოდენ დიდი ვარიანტია ჩვენში ასეთი ბევრი იყოს. ყველამ ჩვენ თავში დავინახოთ, რომ შეიძლება სიყვარულის ღმერთისკენ კი არ გადავიხაროთ, არამედ ბოროტება ავირჩიოთ. ამ წარმავალ ცხოვრებაში რა უნდა მოიგო, ვინ რა უნდა გადაგვიხადოს. თუ მაგ გზას გავყვებით, აუცილებლად დავმარცხდებით, როგორც იუდა დამარცხდა. დღეს ისეთი დღეა, ყველამ ჩვენში დავამარცხოთ იუდა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის განცხადებით, ცოდვების მიუხედავად, სინოდის დღევანდელი შემადგენლობა ისტორიის განმავლობაში საუკეთესოა.

მან ყველა სასულიერო პირს სინანულისკენ და ღვთისმოშიშებისკენ მოუწოდა.

„მართლაც, ისტორიის მანძილზე გამორჩეული სინოდია. რაც არ უნდა ცოდვა ჩავიდინოთ, მაინც. ზოგი უარყოფდა ღმერთი არ არსებობსო და არც იცოდნენ რაზე უარყოფდნენ. ზოგი გამყიდველი იყო, მაგრამ ღმერთს ამით არაფერი დააკლდა. მთავარია, ჩვენ ვინ ვართ და მას როგორ ვხედავთ. ვაძლევთ კი საშუალებას მას, რომ ჩვენში შემოვიდეს? ცოდოა ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს არ იცნობს ამ ცხოვრებაში“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.