ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლოკდაუნი თავიდან ავიცილოთ – ეკატერინე ტიკარაძე

0
43

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მესამე ტალღის რისკის წინაშე ვდგავართ.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი  მესამე ლოკდაუნის თავიდან აცილებაა.

ამის შესახებ მინისტრმა “დღის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შევძლოთ და მესამე ლოკდაუნი თავიდან ავიცილოთ. ამისთვის გვესაჭიროება ჩვენი მოქალაქეების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. კვლავ მოვუწოდებთ მათ ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე. მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დისტანცირება და თავის არიდება მასიური შეკრებიდან. სამწუხაროდ, მომატებულია ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ინციდენტობის მაჩვენებელი რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მესამე ტალღის რისკის წინაშე,”- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.