ბრაზილიაში COVID-19-ის 18 მუტაციის მქონე ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

0
43

მეცნიერებმა ბრაზილიის ქალაქ ბელო ჰორიზონტეში კორონავირუსის ახალი ვარიანტი 18 მუტაციით აღმოაჩინეს.

„მას ბრაზიალიაში უკვე გავრცელებული ვარიანტისგან განსხვავებული მახასიათებლებიც აქვს. ზოგიერთი მუტაცია დამახასიათებელია ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიური P1 შტამისთვის. ნაადრევია იმის შეფასება, ახალი შტამი უფრო გადამდებია თუ მომაკვდინებელი, თუმცა მას გააჩნია COVID-19-ის სახიფათო თვისებები,“ – განაცხადა მინას გერაისის ფედერალური უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა რენატო სანტანამ.

ბრაზილიაში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევამ დღე-ღამეში 4000-ს გადააჭარბა, რაც სარეკორდო ნიშნულია.

https://www.aa.com.tr/en/americas/brazil-finds-new-virus-variant-combining-18-mutations/2201998