“ბოლომდე იდგა საფლავთან, ხელში კი უცნაური მცენარე ეჭირა…” – ქუთაისელმა გოგომ დოჩანაშვილის დაკ­რძალ­ვა­ზე „სიყვარულის კაქტუსი“ მიიტანა

0
136

ბექა ერიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გოგონას ფოტოს, რომელმაც გურამ დოჩანაშვილი უკანასკნელ გზაზე ყვავილებით ხელში გააცილა.

„გოგონა ბოლომდე იდგა გურამ დოჩანაშვილის საფლავთან, ძვირფას დროს ელოდებოდა – ხალხი როდის წავიდოდა, ხელში კი, სიყვარულის უცნაური მცენარე ეჭირა, რომელიც ათას ყვავილში ყველაზე თვალსაჩინო იყო .

„და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური, სიყვარულის მცენარე – აბა, თუ მიხვდებით, რომელი?
– ყაყაჩო!
– არა, ჩქარა ჭკნება!
– ენძელა!
– ნაზია ძალზე…
– გეორგინი!
– გაფოფრილია…
– ვარდი?
– შაბლონურია…
– აბა, რა?
– და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”

გურამ დოჩანაშვილი“.

ფო­ტო­ზე ქუთაისელი გვან­ცა მხე­ი­ძეა, რო­მე­ლიც სპეციალურად დოჩანაშვილის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად ჩამოვიდა. ამის შე­სა­ხებ გვან­ცამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა:

„პირველ რიგში, მადლობა თეკლეს, ამ მშვენიერი ფოტოსთვის.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ქუთაისიდან ჩამოვედი თბილისში, გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვაზე დასასწრებად.

თან ჩამოვიტანე და სასაფლაოზე მივიტანე კაქტუსი ქოთნით.

„და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი – ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი, ახლაც, რომ გიყურებთ, ახლაც მჩხვლეტს და რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ…”

და ორმა უსაყვარლესმა ადამიანმა – თეკლემ და დემეტრე სამხარაძემ დაინახა, შეამჩნია ქოთნით კაქტუსი, მოვიდნენ და გამეცნენ, ფოტოები გადამიღეს, შოოორეული დიღმის მასივებისკენ გაგნებაში დამეხმარნენ…

მოკლედ, უსაყვარლესი ნაცნობები შევიძინე საერთო საყვარელი მწერლის და ერთი ქოთანი კაქტუსის – სიყვარულის უცნაური მცენარის მეშვეობით“