ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 611 ადამიანი აიცრა

0
39

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2 611-მა ადამიანმა გაიკეთა.

5 მაისის მონაცემებით, ჯამურად 47 949 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 7009  ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1074 ადამიანი გამოჯანმრთელდა.