“ბადაგონის“ გამარჯვება – „საფერავმა ქაშერმა“ საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ქართული ღვინის წოდება და ოქროს მედალი მოიპოვა

0
449

„ბადაგონის“ პრემიუმ ხარისხის ღვინომ, „საფერავი ქაშერი“ გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო კონკურსში “Frankfurt International Trophy”-ზე, კონკურსის საუკეთესო ქართული ღვინის აღიარება და ოქროს მედალი მოიპოვა, ოქროს მედალოსანი გახდა ასევე, ღვინო „მუკუზანი“.

კონკურსში 52-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთაც 3740 სახეობის ღვინო ჰქონდათ წარდგენილი. გამარჯვებული ღვინოები კონკურსის საპატიო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ღვინის ექსპერტების, სომელიეებისა და ენოლოგების ჯგუფისაგან იყო დაკომპლექტებული.

მსგავს კონკურსზე აღიარება ხელს უწყობს ” ბადაგონის” და ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, როგორც გერმანიის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია „ბადაგონის“ პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. ბადაგონი ფლობს 400 ჰა-მდე ვენახებს კახეთის ყველა მიკროზონაში და ქმნის ღვინოს ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან.

კომპანიის მთავარი ენოლოგი, იტალიელი დოქტორი დონატო ლანატი, მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს – ღვინის ოსკარის მფლობელია და მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულის წარმომადგენელია. მის საავტორო ღვინოებს შორისაა GAU#5-ის ღვინოები, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ახალი სიტყვა ქართულ მეღვინეობაში.

კომპანია “ბადაგონმა” თავისი არსებობის მანძილზე ღვინის მრავალ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა წარმატება.

გილოცავთ ბადაგონისა და ქართული ღვინის გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას!