ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – დაშავებულია 1 ადამიანი

0
45

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქუთაისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა.

არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მანქანაში დაკავებულთან ერთად დედა და კიდევ ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.